ავტორიზაცია

კეინი: "მანჩესტერ იუნაიტედი? მიხარია, რომ ბაიერნში გადმოვედი"

კეინი: "მანჩესტერ იუნაიტედი? მიხარია, რომ ბაიერნში გადმოვედი"
თარიღი 19 სექ 2023, 21:59
ჰარი კეინმა „მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან ინტერესზე ისაუბრა.

იწერებოდა, რომ ინგლისელი მზად იყო, „ბაიერნისთვის" უარი ეთქვა, თუ ეს 2024-ში მას „მან იუნაიტედში" გადასვლის გარანტიას მისცემდა. თუმცა, შემდეგ „წითელმა ეშმაკებმა" რასმუს ჰოილუნდი დაიმატეს და კეინი მიუნხენში გადავიდა.

„რა თქმა უნდა ვიცი, რომ ზაფხულში რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ „ბაიერნმა" ნამდვილად დამაინტერესა, ამიტომ დიდად დაყოლიებაც არ დამჭირდა.

როგორც კი ისინი მოვიდნენ და „ტოტენჰემთან" მოლაპარაკებები დაიწყეს, ტრანსფერი დაიხურა. მე ამ გუნდზე ვარ ორიენტირებული. ცხადია, „მანჩესტერი" - უდიდესი კლუბია, მაგრამ აქ გადავწყვიტე გადმოსვლა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი გამოვიდა.", - აღნიშნა „ბაიერნის" ფორვარდმა.