ავტორიზაცია

ხამესს ევროპაში დაბრუნება უნდა — აგენტი კლუბებთან მოლაპარაკებებს უახლოეს კვირებში დაიწყებს

ხამესს ევროპაში დაბრუნება უნდა — აგენტი კლუბებთან მოლაპარაკებებს უახლოეს კვირებში დაიწყებს
თარიღი 01 მაი 2022, 21:37

"მონაკოს", "რეალისა" და "ევერტონის" ყოფილ შემტევ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება უნდა.

30 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი მომდევნო თვეში ყატარული "ალ რაიანის" დატოვებას გეგმავს.

სამხრეთამერიკელს კარიერის გაგრძელება კვლავ ევროპაში სურს. მისი აგენტი კლუბებთან მოლაპარაკებებს უახლოეს კვირებში დაიწყებს, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მოგეხსენებათ, ხამესი "ალ რაიანში" "ევერტონიდან" 2021 წლის სექტემბერში გადავიდა.

მიმდინარე სეზონში როდრიგესმა ყატარის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გააკეთა.