ხავი ბარსელონაზე: "სახლში დაბრუნების უდიდესი სურვილი მაქვს და ვიმედოვნებ, კლუბები შეთანხმდებიან"
"ალ სადის" მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე არსებულ ცნობებს ეხმაურება.
"კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ პოზიტიურად ვარ განწყობილი", - აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.
"კლუბებმა კომპრომისს უნდა მიაღწიონ, იციან ჩემი პოზიციის შესახებ და იმედი მაქვს, მალე ყველაფერი დასრულდება".
"სახლში დაბრუნების უდიდესი სურვილი მაქვს, ვიმედოვნებ, ეს მოხდება. "ბარსაში" დაბრუნება რაღაც წარმოუდგენელი და ამაღელვებელი იქნება", - ციტირებს ხავის სიტყვებს Diario Sport.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გათავისუფლებულ რონალდ კუმანს სწორედ 41 წლის ესპანელი შეცვლის.