ავტორიზაცია

ხავი: "გიუნდოგანის სიტყვებთან არანაირი პირადი პრობლემა არ გამაჩნია"

ხავი: "გიუნდოგანის სიტყვებთან არანაირი პირადი პრობლემა არ გამაჩნია"
თარიღი 04 Nov 2023, 01:22
„ბარსას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, გიუნდოგანის სიტყვებზე ისაუბრა, რომელმაც წაგებული ელ კლასიკსო შემდეგ იმედგაცრუება გამოთქვა.

გერმანელი ფეხბურთელის თქმით, ის „ბარსელონაში“ ასეთი მატჩების წაგებისთვის არ მოსულა და თანაგუნდელებისგან კლასიკოს წაგების გამო უფრო დიდ იმედგაცრუებას ელოდა.

„არანაირი პირადი პრობლემა არ გამაჩნია გიუნდოგანის სიტყვებთან, მას უბრალოდ შემადგენლობასთან სურდა სიტუაციის გარკვევა. ჩვენ ყველა ერთ მხარეზე ვიბრძვით. ამას გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქვია.

პედრი დაგვიბრუნდა, ის 100%-ით ჯანმრთელად გრძნობს თავს და ეს ფაქტი გვახარებს.“, - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.