ავტორიზაცია

ხავი: "რეალმა წინა სეზონშიც ტიტულები მოიგო, ჩვენ კი ახლა ვყალიბდებით, ხვალინდელი თამაშის ფავორიტები ისინი არიან"

ხავი: "რეალმა წინა სეზონშიც ტიტულები მოიგო, ჩვენ კი ახლა ვყალიბდებით, ხვალინდელი თამაშის ფავორიტები ისინი არიან"
თარიღი 01 მარ 2023, 21:57
„ბარსელონას“ მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, ხვალინდელი კლასიკოს ფავორიტად მადრიდის „რეალი“ დაასახელა.

გუნდები ერთმანეთს 2 მარტს 23:55 საათზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“, კოპა დელ რეის პირველ ნახევარფინალში შეხვდებიან.

„რეალმა გასულ სეზონშიც მოიგო ტიტულები - ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა, თანაც ამ მატჩს „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ ხვდება.

ჩვენ ახლა ვყალიბდებით გუნდად. გავიზარდეთ, ზრდას ვაგრძელებთ და მატჩიდან მატჩამდე საკუთარ სახეს ვავლენთ. უფრო შეკრული გუნდი უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე.

ხასიათი უნდა გამოვავლინოთ და ძალიან თამამები ვიყოთ.“, - აღნიშნა ესპანელმა.