ავტორიზაცია

ხავი საკუთარ მომავალზე: "ღია ვარ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის და შესაძლებლობისთვის"

ხავი საკუთარ მომავალზე: "ღია ვარ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის და შესაძლებლობისთვის"
თარიღი 10 ოქტ 2021, 20:37

"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ამჟამად კი ყატარული "ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

"ნებისმიერ წინადადებას შევაფასებ, შემდეგ კი გადაწყვეტილებას მივიღებ", - აცხადებს სპეციალისტი TVE-სთან ინტერვიუში.

"არ ვიცი, სად აღმოვჩნდები მომავალში, მაგრამ ნებისმიერი შესაძლებლობისთვის ღია ვარ", - დასძინა ესპანელმა.

შეგახსენებთ, აქამდე არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ ხავის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის კანდიდატად განიხილავენ.

მიუხედავად ამისა, როგორც ცოტა ხნის წინ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, კლუბის ხელმძღვანელობა რონალდ კუმანს ენდობა და მის გათავისუფლებას ჯერ არ აპირებს.