ხავი ყატარიდან კატალონიაში ჩავიდა და პირველი განცხადებაც გააკეთა
"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, ამჟამად კი "ალ სადის" მთავარი მწვრთნელი, ხავი ესპანეთში ჩავიდა, იტყობინება გავლენიანი გამოცემა AS.
თუმცა, 41 წლის სპეციალისტი კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისთვის კარგად ნაცნობ ქალაქს იმისათვის ეწვია, რათა "ბარსას" ხელმძღვანელობასთან რაიმე სახის მოლაპარაკებები გამართოს, შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
"ამ საკითხზე თქვენთვის არაფერი მაქვს სათქმელი - აქ შვებულებაში ჩამოვედი", - თქვა ხავიმ.
მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 13 მაისს ყატარულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მიმდინარე სეზონში ხავის ხელმძღვანელობით "ალ სადი" ყატარის ჩემპიონი ისე გახდა, რომ ერთი მატჩიც კი არ წაუგია. ესპანელი მწვრთნელი გუნდს 2019 წლიდან უდგას სათავეში.
"უბრალოდ ჭორებია", - ხავი ბარსელონაში დაბრუნებას არ აპირებს?!