ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია - ბარსელონას რომელი ფეხბურთელი არ დაესწრო აგუეროს პრესკონფერენციას?
„ბარსელონას“ შემტევი უსმან დემბელე სერხიო აგუეროს გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას არ დაესწრო.
Sport.es-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა ფრანგის ასეთი საქციელით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. ფუნქციონერები ფიქრობენ, რომ ფრანგი კლუბისადმი უპატივცემლობას იჩენს და არ აფასებს იმას, რაც „ბარსამ „მისთვის გააკეთა.
დემბელე „ბარსელონაში“ 2017 წელს „დორტმუნდიდან“ 135 მილიონ ევროდ გადავიდა, მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და ჯერჯერობით, მხარეები ახალი თანამშრომლობის გაფორმებას ვერ ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსა“ მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს.
დიდი შანსია, დემბელემ კატალონიური გუნდი მომავალ ზაფხულს სრულიად უფასოდ დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სერხიო აგუეროს კარიერის დასრულება 33 წლის ასაკში მოუწია, ეს მან ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ, სპციალურად შეკრებილ პრესკონფერნეციაზე დაადასტურა.