ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან კონტრაქტს სეზონის ბოლოს გაახანგრძლივებს

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან კონტრაქტს სეზონის ბოლოს გაახანგრძლივებს
თარიღი 06 აპრ 2024, 13:29
"ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლოს კლუბთან შრომით ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Corriere dello Sport იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი ხელფასის მნიშვნელოვნად ზრდას ითვალისწინებს. 

ამ ეტაპზე, წყარო არ აკონკრეტებს, ახალი კონტრაქტის დეტალებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

კვარას ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.