კიდევ ერთი ქართველი მეკარე ლა ლიგაში! - მაკარიძის გუნდი უმაღლესში აღზევდა
ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურში "ალმერია" სტუმრად "ლეგანესს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ალმერიამ" 81 ქულა დააგროვა, პირველი ადგილი დაიკავა და ლა ლიგაში დაბრუნდა.
სამწუხაროდ, ამ სეზონში "ალმერიას" ქართველ მეკარეს გიორგი მაკარიძეს ძირითადში თამაში არ უწევდა და მეორე მეკარე განიხილებოდა.
მაკარიძე მომავალ სეზონში ლა ლიგაში გამოვა, სადაც ვალენსიელი გიორგი მამარდაშვილის სახით კიდევ ერთი ქართველი ელოდება.