ავტორიზაცია

კობიაშვილი შალკეს მიერ გაზპრომის ლოგოს მაისურიდან ამოღებაზე: "ჩემთვის ეს პრინციპულად მიუღებელი იყო"

კობიაშვილი შალკეს მიერ გაზპრომის ლოგოს მაისურიდან ამოღებაზე: "ჩემთვის ეს პრინციპულად მიუღებელი იყო"
თარიღი 24 Feb 2022, 21:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გელზენკირხენის "შალკეს" მიერ მაისურიდან "გაზპრომის" ლოგოს მოშორების ფაქტს გამოეხმაურა:

"2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში შალკე 04-ის შემადგენლობაში ვთამაშობდი. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო მოედანზე გამოვსულიყავი მაისურით, რომელსაც რუსული კომპანიის "გაზპრომის" სახელი ეწერა.

ამიტომ უარი ვთქვი, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ მეთამაშა. მივესალმები დღევანდელ სიახლეს, რომ ჩემი ყოფილი კლუბი უარს ამბობს, მაისურზე ეწეროს რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიის სახელი", - წერს ყოფილი ქართველი ნახევარმცველი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ჰავბეკი "ლურჯების" შემადგენლობაში თამაშობდა 2003-2010 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 236 მატჩში 18 გოლი გაიტანა.