კოხრეიძე არ არის პირველი ქართველი გრენობლში - ვინ თამაშობდა ფრანგულ გუნდში გიორგიმდე?
როგორც მოგეხსენებათ, "საბურთალოს" ახლა უკვე ყოფილი შემტევი, გიორგი კოხრეიძე კარიერას ლიგა 2-ის ბინდარ "გრენობლში" გააგრძელებს.
თბილისური გუნდის აღზრდილი არ არის პირველი ქართველი ლეგიონერი, რომელიც ითამაშებს "თეთრ-ლურჯებში", აქამდე ეს ჯაბა ჯიღაურმა გააკეთა.
ქართველი ვინგერი იზერელებში ირიცხებოდა 2018-2019 წლის სეზონში, მისი მონაგარი შეადგენდა 16 შეხვედრას, 0 გოლსა და 1 ასისტს.
ალპების დატოვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების გარემარბმა მიაშურა ბათუმის "დინამოს", რომლის შემადგენლობაში ის დღემდე თამაშობს.
"გრენობლამდე" კი აჭარელთა რვიანს უთამაშია თბილისის "დინამოში" საჩხერის "ჩიხურაში", "ვარდარში", "აქტობეში" და "ორდაბასში".