ავტორიზაცია

კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ობამეიანგს გულის პრობლემები აღმოაჩნდა

კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ობამეიანგს გულის პრობლემები აღმოაჩნდა
თარიღი 15 Jan 2022, 16:22

გაბონის ფეხბურთის ფედერაციამ გაამხილა, თუ რატომ ვერ ითამაშა აფრიკის თასის ეგიდით განის ნაკრებთან გამართულ მატჩში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა.

ასე და ამგვარად, როგორც გაირკვა, ლონდონის "არსენალის" 32 წლის თავდამსხმელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

აღინიშნება, რომ ჯანმრთელობის ეს პრობლემა ობამეიანგს კორონავირუსის გადატანის შემდეგ აღმოაჩნდა.

პიერ-ემერიკს კოვიდი აფრიკის თასზე ჩასვლისთანავე დაუდასტურდა. გამოცდილი ფორვარდი მანამდე დუბაიში შენიშნეს, სადაც წვეულებაზე იმყოფებოდა.

მოგეხსენებათ, გაბონისა და განის ეროვნული ნაკრებების გუშინდელი შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1.