კუადრადო სერია A-ს კლუბში გადასვლასთან ახლოსაა
"იუვენტუსის" ყოფილი ნახევარმცველი ხუან კუადრადო "ატალანტაში" გადასვლასთან ახლოსაა, ამის შესახებ Sportitalia იტყობინება.
სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც 36 წლის ფეხბურთელი მილანის კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევისთვის მიდის.
შეგახსენებთ, რომ კუადრადო მილანის "ინტერთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა.