ავტორიზაცია

"ასე ინსტინქტურად მოვიქეცი, მაგრამ კუბარსის მოვუბოდიშე" | რაფინია ბელოლი

"ასე ინსტინქტურად მოვიქეცი, მაგრამ კუბარსის მოვუბოდიშე" | რაფინია ბელოლი
თარიღი 10 Apr 2025, 02:00
დორტმუნდთან მატჩის შემდეგ, ბარსელონას ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფინია ბელოლიმ მედიასთან ისაუბრა:

"კუბარსის ბოდიში მოვუხადე. ბურთს იქამდე შევეხე, სანამ კარის ხაზს გადაკვეთდა. პაუს ვუთხარი, რომ ბედნიერი იყოს, რადგან ასისტი მაინც მიითვალა. (იცინის)

ასე ინსტინქტურად მოვიქეცი - იმ მომენტში ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, ბურთი კარში არ წასულიყო. შემდეგ ვნერვიულობდი, რომ თამაშგარე არ ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა და გოლი ჩაითვალა."


ბრაზილიელმა კომენტარი მატჩზეც გააკეთა:

"ჩემი მოვალეობაა, გოლები გავიტანო.

ვერ ვიტყვით, რომ ნახევარფინალში ვართ, რადგან წინ განმეორებითი მატჩია და მათ სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია. საკუთარი ქომაგების თვალწინ დორტმუნდი სხვა გუნდი იქნება.

მაღალი დონის ფეხბურთელებთან ასპარეზობდა მიყვარს. ლამინსა და რობერტს ძალიან კარგად ვუგებ. ეს მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ, შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას გავაგრძელებთ.

სეზონის დასრულებამდე 2 თვით ადრე, კვლავ დიდებულად ვთამაშობთ."

აღნიშნულ მატჩში პირველი გოლი სწორედ რაფინიამ გაიტანა - მიუხედავად იმისა, რომ პაუ კუბარსის დარტყმა კარში გადიოდა, ბრაზილიელი ბურთს მაინც შეეხო და მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე აქტივში მე-12 გოლი ჩაიწერა.