კვერკველიას, დავითაშვილის და არაბიძის როტორი რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდა

რუსეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის ეგიდით, ყაზანის "რუბინმა" ვოლგოგრადის "როტორს" უმასპინძლა.
შეგახსენებთ, ყაზანელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, რომელმაც შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო ვოლგოგრადელთა ღირსებას ერთბაშად სამი ქართველი იცავს - საბა კვერკველია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი არაბიძე.
აღნიშნული დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "როტორი" უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა.
როგორც მოგახსენეთ, კვარაცხელიას არ უთამაშია, ვოლგოგრადელთა მხრიდან კი ძირითადში იყო ზურიკო დავითაშვილი, რომლის ნაცვლადაც მინდორზე 85-ე წუთზე საბა კვერკველია შემოვიდა. განაცხადს მიღმა იყო გიორგი არაბიძე.
სატურნირო ცხრილში "როტორმა" 22 ქულით ბოლოსწინა ადგილი დაიკავა, ხოლო "რუბინი" 53 ქულით მე-4 პოზიციაზე გავიდა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
კვარაცხელია 50 საუკეთესოს შორის - ჰოლანდთან ახლოს, ვინისიუსზე წინ