კვიპროსული ომონია იონსენის ტრანსფერით ინტერესდება
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, "ომონია" ქუთაისის "ტორპედოს" ნორვეგიელი ფორვარდის ბიორნ იონსენის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, "ომონიას" წარმომადგენლები 32 წლის თავდამსხმრლის თამაშით "ტორპედოსთან" ორივე მატჩში მოიხიბლნენ.
შეგახსენებთ, რომ იონსენმა ეროვნული ლიგის 2024 წლის გათამაშებაში 19 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა.