ლაიფციგი ანხელინიოს სხვა გუნდში უშვებს — ფაბრიციო რომანო
"ლაიფციგის" მარცხენა მცველი, ანხელინიო კარიერას "ჰოფენჰაიმში" გააგრძელებს, იტყობინება გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.
კლუბები ერთწლიან არენდაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. ესპანელი ახალ გუნდს მომდევნო კვირაში შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში შემდგომი გამოსყიდვის პუნქტიც იქნება გათვალისწინებული და "ჰოფენჰაიმს" 25 წლის უკანახაზელის შეძენა 20 მილიონ ევროდ შეეძლება.
გასულ სეზონში ანხელინიომ "ლაიფციგის" მაისურით ბუნდესლიგის 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.