ავტორიზაცია

ლაციო პორტუგალიელი ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება

ლაციო პორტუგალიელი ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 05 ივლ 2023, 11:39
"ლაიფციგის" თავდამსხმელი ანდრე სილვა შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს.

"ლაციო" ცენტფორვარდის პოზიციაზე მოთამაშეს ეძებს, 27 წლის პორტუგალიელი კი კლუბის ერთ-ერთი სამიზნეა, ამის შესახებ Sky Sport Italia იუწყება. 

რომაელებისთვის მთავარი დაბრკოლება სილვას ღირებულებაა - "ლაიფციგი" დაახლოებით 15-18 მილიონ ევროს ითხოვს.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა 44 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა.