ავტორიზაცია

"ლეო ისტორიაში საუკეთესოა", - კლუბი, რომელიც მესის ხელში ჩაგდების იმედს არ კარგავს

"ლეო ისტორიაში საუკეთესოა", - კლუბი, რომელიც მესის ხელში ჩაგდების იმედს არ კარგავს
თარიღი 19 ივლ 2022, 18:14

"ინტერ მაიამის" კომერციულმა დირექტორმა, ხავიერ ასენსიმ "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

– კლუბის მიზანი ისეთი ფეხბურთელების შეძენაა, როგორიც მესია?

"დიახ, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. ლეო მესის ვერავის შევადარებთ, განსაკუთრებულია".

"გვინდა აშშ-ში ყველასათვის ორიენტირი ვიყოთ, ამისათვის კი ფეხბურთელების შეძენა და შოუს მოწყობაა, რასაც თავის მხრივ საუკეთესოები სჭირდება, კლუბის მიზანი მათი დამატებაა".

"რაც შეეხება ლიონელ მესის, არის ის და არის ყველა დანარჩენი".

– საერთოდ არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ მესი "ინტერში" ითამაშებს?

"ყველაფერი მასზე და მის სურვილზეა დამოკიდებული. საუკეთესოების ყიდვა გვინდა, მესი კი ისტორიაში საუკეთესოა. ყველა დანარჩენი მასზეა დამოკიდებული", - თქვა "ბარსელონას" ყოფილმა თანამშრომელმა 35 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავზე.