ავტორიზაცია

ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ

ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ
თარიღი 28 სექ 2023, 22:02
ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა საფეხბურთო მოედანზე ერთმანეთს კიდევ ერთხელ გადაიკვეთონ.

საუდური გამოცემა Al Bilal-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ერთ-ერთ მარკეტინგულ კომპანიას სურს, „ალ ნასრსა“ და „ინტერ მაიამის“ შორის ამხანაგური მატჩი ჩაატაროს, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუმ და ლეო მესიმ უნდა მიიღონ მონაწილეობა.

თუ ეს იდეა განხორციელდა, მატჩის ჩატარების სავარაუდო ლოკაციად ჩინეთი მოიაზრება.

უკანასკნელად მესი და რონალდუ ერთმანეთს 2023 წლის დასაწყისში შეხვდნენ, როცა „პსჟ“ ერ-რიადის ყველა ვარსკვლავის გუნდს დაუპირისპირდა ამხანაგურ შეხვედრაში.