ლევან შენგელიამ კლუბი დატოვა

თურქეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ კლუბი დატოვა.
მომავალი სეზონიდან შენგელიას "კონიასპორის" რიგებში აღარ ვიხილავთ.
25 წლის შემტევი "კონიასპორს" 2019 წელს შეუერთდა, ჯამში 50 მატჩზე მეტი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას შენგელია.
ლევან შენგელიას გოლი თურქეთში და 5:1 გამარჯვება
VIDEO: შენგელიამ თურქეთში გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა