ლევან შენგელიას გოლი თურქეთში და 5:1 გამარჯვება [VIDEO]
თურქეთის ჩემპიონატის 39-ე ტურში ერთმანეთს "კონიასპორი" და "კარაგუმრუკი" დაუპირისპირდნენ.
მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
"კონიასპორის" ქართველი შემტევი ლევან შენგელია მოედანზე 67-ე წუთზე შემოვიდა და გოლი 92-ე წუთზე გაიტანა, რითიც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამჟამად ქართველი ფეხბურთელის გუნდს 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს.
მიმდინარე სეზონში შენგელიას ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
"პედრი საშინელ გამოცდას წააწყდა", - MARCA ლევან შენგელიას საშინელ ვარდნას გამოეხმაურა
VIDEO: შენგელიამ თურქეთში გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა