ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ბედნიერი მარცხი გამოდგა"

ლევანდოვსკი: "ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ბედნიერი მარცხი გამოდგა"
თარიღი 01 Dec 2022, 10:32
რობერტ ლევანდოვსკიმ არგენტინასთან წაგება და მერვედფინალში გასვლა შეაფასა.

მარცხის მიუხედავად, ბურთების უკეთესი შეფარდებით, ევროპელებმა მექსიკას აჯობეს და 1986 წლის შემდეგ პირველად შეძლეს მუნდიალის პლეიოფში გასვლა.

„პლეიოფში გასვლით კმაყოფილები ვართ. ამას მრავალი წლის მანძილზე ველოდით, ამიტომ შეგვიძლია, ამ წაგებას ბედნიერი ვუწოდოთ. თუმცა ვხვდებით, რომ არც ისე კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

საკუთარი შეცდომები დავინახე, უფრო მეტი უნდა ვითამაშო მოედნის ცენტრში ბურთით, არ შევუშინდე. სწორედ ეს გვაკლდა.

ამ თამაშს საფრანგეთისთვის სამზადისად მივიჩნევთ. ისეთივე დონე იქნება, ან, შეიძლება, უფრო მაღალიც კი." - აღნიშნა რობერტმა.