ლევერკუზენის ბაიერი ატლეტიკოს ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
ბელგიელმა ნახევარმცველმა არტურ ვერმეერენმა შესაძლოა მადრიდის "ატლეტიკო" დატოვოს, - ამის შესახებ ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში იტყობინება.
როგორც ცნობილმა ჟურნალისტმა შეიტყო, ესპანური კლუბის ხელმძღვანელები ფეხბურთელის იჯარით გაშვებას სათამაშო პრაქტიკის გამო აპირებენ.
ვერმეერენის ტრანსფერით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. საუბარია "ლევერკუზენის ბაიერზე", "ლაიფციგსა" და "მარსელზე".