ლიდერი დაცვის ხაზში - გურამ კაშია კონფერენს ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ბრატისლავის სლოვანისა და პაოკის შეხვედრა უგოლოდ, 0-0 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 7.9-ქულიანი შეფასებით სლოვაკთა ქართველი მცველი გურამ კაშია გახდა, რომელიც Sofascore-ს ვერსიით, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ დაცვის ხაზში ვიტესის და რანდერსის მცველებთან შედარებით, გურამ კაშიამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით სლოვანს 8 ქულა აქვს და ჯგუფში მე-2 პოზიციაზეა. ამდენივე ქულა აქვს პაოკსაც. ბოლო ტურში კოპენჰაგენის დამარცხების შემთხვევაში სლოვაკები ჯგუფიდან გავლენ.
გურამ კაშიაც და ჯაბა კანკავაც ვლადიმირ ვაისის ინიციატივით სლოვაკეთის ჩემპიონებს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდნენ.