ლიდერი შენარჩუნებულია - ფლამარიონ ჯოვინომ ბათუმის დინამოსთან გაახანგრძლივა
ბათუმის დინამომ 25 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელ ფლამარიონ ჯოვინოსთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.
შეთანხმება რომ ახლოს იყო, ამის შესახებ GOAL.GE-მ გუშინ გაცნობათ, ხოლო ახლა ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ახალი კონტრაქტის თანახმაც, ჯოვინო ბათუმში 2025 წლის ბოლომდე დარჩება.
ახლახანს 25 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და არის შანსი, მალე ნაკრებშიც ვიხილოთ.
ფლამარიონ ჯოვინო ბათუმის დინამოს 2017 წელს შეუერთდა. მას შემდეგ ამ გუნდის მაისურით 121-ჯერ ითამაშა, 58 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.