ავტორიზაცია

ლიონელ მესის ცოლის სუპერმარკეტი გაძარცვეს

ლიონელ მესის ცოლის სუპერმარკეტი გაძარცვეს
თარიღი 23 ნოე 2023, 09:49
სუპერმარკეტი, რომელიც ლიონელ მესის ცოლს ეკუთვნის, გაქურდეს, ამის შესახებ Infobae იუწყება.

ორი მძარცველი თავს დაესხა მანქანას, რომელსაც სუპერმარკეტიდან ბანკში 22 000 დოლარი გადაჰქონდა.

მანქანაში ანტონელა როკუცოს ბიძაშვილი და მაღაზიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდნენ. 

თავდამსხმელებმა ფულით ჩანთები წაიღეს და დანაშაულის ადგილიდან გაქცევამდე მანქანას ესროლეს.