ლოჩოშვილი: "თამაშში უდიდეს უპირატესობას ვფლობდით და მეტოქეს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია"
საქართველოს ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ალბანეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
"თამაშში უდიდეს უპირატესობას ვფლობდით, მეტოქეს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია, თუმცა, ერთი მომენტი გამოგვეპარა და დავისაჯეთ."
"ალბანეთი მჭიდრო იცავდა თავს და უკან იდგა, რის გამოც გოლის გატანა გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, გვქონდა მომენტები და ვფიქრობ, რომ გატანილი გოლი გარდამტეხი იქნებოდა."
"ჩემთვის კომფორტული არ არის ფლანგზე თამაში, თუმცა, ეს ეროვნული ნაკრებია და ჩემს ქვეყანას სადაც დავჭირდები, იქ ვითამაშებ. დღეს 3 მცველიანი სქემით ვუტევდით და უფრო გამიმარტივდა, რადგან ოპტიმალურ პოზიციაზე, ცენტრალურ მცველად მიწევდა თამაში" — ლუკა ლოჩოშვილი.