ავტორიზაცია

ლორიანის ნახევარმცველი: "პსჟ-ს ნეიმარისა და მბაპეს გარეშე სისწრაფე და კრეატიულობა აკლია"

ლორიანის ნახევარმცველი: "პსჟ-ს ნეიმარისა და მბაპეს გარეშე სისწრაფე და კრეატიულობა აკლია"
თარიღი 23 Dec 2021, 22:53

"ლორიანის" ნახევარმცველმა, ტომას მონკონდიმ ლიგა 1-ის ეგიდით "პარი სენ ჟერმენთან" (0:0) გამართულ შეხვედრაზე განცხადება გააკეთა.

"ცოტა იმედგაცრუებულები ვართ. მატჩის დასაწყისში ჩვენთვის რომ ეთქვათ, მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდებაო, ბედნიერები ვიქნებოდით", - ციტირებს 30 წლის ფრანგის სიტყვებს Culture PSG.

"თუმცა, მატჩის მიმდინარეობის გათვალისწინებით (იკარდიმ შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე წონასწორობა აღადგინა), იმედგაცრუებულები ვართ. მატჩის ბედის გადაწყვეტა შეგვეძლო, მაგრამ დაპირისპირების მიწურულს ცუდად ვითამაშეთ".

"როცა "პსჟ" ვერ იგებს, ყველა ამბობს, რომ სუსტი იყო, მაგრამ ჩვენც კარგი მატჩი ჩავატარეთ. როცა "პსჟ"-ს რიგებში ნეიმარი და მბაპე არ თამაშობენ, მათ გუნდს სისწრაფე და კრეატიულობა აკლია", - დასძინა მონკონდიმ.