ავტორიზაცია

ლუის დიასი შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს

ლუის დიასი შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს
თარიღი 15 მაი 2024, 13:22
კატალონიური "ბარსელონა" ცდილობს თავდამსხმელის ლუის დიასის შეძენას, რომელიც ამჟამად "ლივერპულში" თამაშობს. 

როგორც Mundo Deportivo-ს ჟურნალისტებმა შეიტყვეს, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა გარიგების დასრულებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში აპირებს. 

თავად კოლუმბიელი ღიაა კატალონიურ გუნდში გადასასვლელად, ეს მისი დიდი ხნის ოცნებაა.

ლუის დიასის შრომითი კონტრაქტი "მერსისაიდელებთან" 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 

მიმდინარე სეზონში კოლუმბიელმა პრემიერ ლიგაში 36 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.