ლუის დიასის მშობლების გამტაცებლები დააკავეს

კოლუმბიის პოლიციამ დააკავა "ლივერპულის ფეხბურთელის, ლუის დიასის მშობლების სავარაუდო გამტაცებლები.
საუბარია ოთხ კანონდამრღვევზე. როგორც გაირკვა, პირველადი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გატაცებაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი მონაწილეობდა, მცდარი აღმოჩნდა.
დაკავებულები არიან Los Primos ჯგუფის წარმომადგენლები, ამის შესახებ პოლიციის პრესრელიზშია ნათქვამი:
„ჩვენ მზად ვართ დავადასტუროთ ლუის მანუელ დიასის გატაცებაში მონაწილე ოთხი კრიმინალის დაკავება. კოლუმბიის პოლიციისა და ბრიტანეთის ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა Los Primos-ის კრიმინალური ჯგუფის წევრების დაკავება",- ციტირებს იტალიური საინფორმაციო სააგენტო ITASportPress განცხადებას.