ავტორიზაცია

ლუის ენრიკემ პსჟ-ში პირველი ტოპ ტრანსფერი მოითხოვა

ლუის ენრიკემ პსჟ-ში პირველი ტოპ ტრანსფერი მოითხოვა
თარიღი 30 Jun 2023, 19:20
უახლოეს დღეებში "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტს ლუის ენრიკე დაიკავებს. 

Relevo-ს ინფორმაციით, ესპანელმა სპეციალისტმა გუნდში პირველი ახალწვეული უკვე შეარჩია. ენრიკეს სურვილი "ატლეტიკოდან" ჟოაო ფელიქსი შეძენაა.

შეგახსენებთ, რომ ფელიქსმა 2022/2023 წლების სეზონის მეორე ნაწილი იჯარით "ჩელსიში" გაატარა. 

წყარო აღნიშნავს, რომ ფეხბურთელის აგენტი ჟორხე მენდესი კარგ ურთიერთობაშია პარიზული კლუბის საფეხბურთო მრჩეველთან ლუის კამპოსთან, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის.