ლუკა გაგნიძეს კორონავირუსი აქვს — აგენტმა ურალში მოასპარეზე ქართველის მდგომარეობაზე ისაუბრა

"ურალის" ნახევარმცველის, ლუკა გაგნიძის აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა რუსულ გამოცემა "სპორტ ექსპრესს" განუცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს.
"ლუკას კოვიდი ნამდვილად აქვს, მაგრამ ახლა თავს უკეთესად გრძნობს. რამდენიმე დღეში ვარჯიშს დაიწყებს", - ციტირებს ლილუაშვილის სიტყვებს "სპორტ ექსპრესი".
მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს გაგნიძე 1,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ თბილისის "დინამოდან" მოსკოვის "დინამოში" გადავიდა, რომელმაც თავის მხრივ, 18 წლის ქართველი 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე "ურალში" გაანთხოვრა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა მოსკოვის "დინამოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.