"პოსტ-საბჭოთა სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტალანტი", - რუსული პრესა გაგნიძეზე

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის "დინამოს" ცენტრალური ნახევარმცველი, ლუკა გაგნიძე კარიერას მოსკოვის "დინამოში" გააგრძელებს.
ქართველი ჰავბეკის ტრანსფერთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა Goal.ge-მ და ამის გარდა, ჩვენ გარიგების ფინანსური დეტალებიც გავიგეთ.
"ლურჯ-თეთრების" აღზრდილის ტრანსფერი რუსულ კლუბს 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება. 18-წლის შუახაზელის გადმოსვლას რუსული პრესაც გამოეხმაურა:
"დინამო გაგნიძესთან გააფორმებს ხუთწლიან კონტრაქტს, თუმცა პრაქტიკის მისაღებად შესაძლოა მოხდეს განათხოვრების წესით მისი რუსეთის პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გაშვება.
ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავის თანატოლებში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ", - წერს Спорт-Экспресс-ი.
გაგნიძე "დინამოს" მთავარ გუნდში გამოჩნდა მიმდინარე სეზონის დასაწყისში, მან მოასწრო 17 შეხვედრის ჩატარება, 3 გოლის გატანა და ერთი ასისტის გაკეთება.