ლუკა გაგნიძის პირველი კომენტარი მოსკოვის დინამოში გადასვლის შემდეგ
18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.
"რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და აქ საკუთარი ძალების მოსინჯვა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. შეიძლება, თბილისის "დინამოში" საკუთარი თავი ბოლომდე არ წარმომიჩენია, მაგრამ ის, რომ ასეთ ასაკში ჩემდამი დიდი ინტერესი გამოიჩინეს და მოსკოვის "დინამოში" გადმოსვლის შესაძლებლობა გამიჩნდა, ვფიქრობ, ეს წინსვლის და უფრო სწრაფი განვითარების საშუალებას მომცემს".
"რა თქმა უნდა, როცა მოსკოვიდან შემოთავაზება მივიღე, მოვიქეცი ისე, როგორც ნებისმიერი ჩემი თანატოლი მოიექცეოდა - მთელი შესაძლო ინფორმაცია შევაგროვე და დავრწმუნდი, რომ ეს ტრანსფერი ჩემთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა. აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, სამწვრთნელო შტაბი, რომელსაც არ ეშინია ენდოს ფეხბურთელებს ნებისმიერ სიტუაციაში, მათი ასაკის მიუხედავად - ესე იგი, შანსები აუცილებლად მექნება. ისღა დამრჩენია ეს შანსები გამოვიყენო, რისთვისაც თავდაუზოგავად ვიმუშავებ", - ციტირებს გაგნიძის სიტყვებს რუსული კლუბის ოფიციალური საიტი.
მოგეხსენებათ, გაგნიძემ, რომელიც აქამდე თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა, მოსკოვის "დინამოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.