ლუკა ლოჩოშვილი კრემონზეს უბრუნდება

ხვალ, იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში "კრემონეზე" სტუმრად "ტორინოს" დაუპირისპირდება.

6 მატჩიანი უქმობის შემდეგ "კრემონეზეს" ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი გუნდის განაცხადში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
"კრემონეზე" სერია A-ს მიმდინარე სეზონში რვა ქულით ბოლო ადგილზეა და მე-17 ადგილზე მყოფ "სპეციას" 11 ქულით ჩამორჩება.