ავტორიზაცია

ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერით ლა ლიგის კლუბი ინტერესდება - მოლაპარაკებები უკვე დაიწყო

ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერით ლა ლიგის კლუბი ინტერესდება - მოლაპარაკებები უკვე დაიწყო
თარიღი 11 ივლ 2023, 14:15
GolaTV-ის ინფორმაციით ესპანურ "რაიო ვალეკანოს" დაცვის ცენტრის გაძლიერება სურს და ამ მიზნით კლუბის ხელმძღვანელობა ორი მცველის ტრანსფერით ინტერესდება.

საუბარია, საქართველოს ნაკრებისა და "კრემონეზეს" მცველ ლუკა ლოჩოშვილზე და "ბეშიქთაშში" მოთამაშე ესპანელი მცველი ხავიერ მონტეროზე.

წყაროს ცნობით, ესპანურმა კლუბმა მოლაპარაკებები ორივე კლუბთან უკვე დაიწყო და არ არის გამორიცხული, რომ რაიომ ორივე ფეხბურთელი შეიძინოს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ თურქული და იტალიური გუნდები განსაკუთრებით დიდ თანხას არ მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილის "კრემონეზემ" სერია A-ში გასული სეზონი მე-19 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონს სერია B-ში ითამაშებს.