ავტორიზაცია

ლუკა ლოჩოშვილმა კრემონეზეს რაიო ვალეკანოში გაშვება სთხოვა

ლუკა ლოჩოშვილმა კრემონეზეს რაიო ვალეკანოში გაშვება სთხოვა
თარიღი 15 ივლ 2023, 16:11
GolaTV-ის ინფორმაციით "რაიო ვალეკანო" საქართველოს ნაკრების და "კრემონეზეს" ცენტრალური მცველის ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ლოჩოშვილმა იტალიურ გუნდს "რაიო ვალეკანოში" გაშვება სთხოვა.

იმ შემთხვევაში თუ "კრემონეზე" დათანხმდება 2.5 მილიონიან შეთავაზებას, ქართველი მცველი კარიერას "რაიო ვალეკანოს" შემადგენლობაში გააგრძელებს.


შეგახსენებთ, რომ "კრემონეზემ" სერია A-ში გამოსვლა მე-19 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონს სერია B-ში გაატარებს.