"ლუკას პირადი ფანი გავხდები" - ლომაია გუგეშაშვილის ყარაბაღში ტრანსფერზე
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარე გიორგი ლომაიამ აზერბაიჯანულ ყარაბაღში ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი შეაფასა.
"გუგეშაშვილი კარგი მეკარეა. უფრო გულწრფელად, ძალიან კარგი. პატარაობიდან ვიცნობ, აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა.ასაკის მიუხედავად, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. წარმატებები მას, ლუკას პირადი ფანი გავხდები.
ყარაბაღი დიდი გუნდია, სადაც მაღალი კონკურენციაა და ეს წარმატებას მოუტანს. მთავარი მეკარე მაგომედალიევი ტრავმირებულია, რაც მას თავის წარმოჩენის შანსს მისცემს. მისი დაბრუნების შემდეგ კი ვნახოთ, რომელი უფრო ღირსეული იქნება. კარგი მეკარე გუნდის ნახევარზე მეტია," - განაცხადა გიორგი ლომაიამ.
გიორგი ლომაია წლების წინ აზერბაიჯანულ ბაქოს "ინტერში" თამაშობდა, ახლა კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარეთა მწვრთნელია.