მადრიდის რეალის ფორვარდს კილიან მბაპეს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება
RMC Sport-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" ფორვარდი კილიან მბაპე ვალდებულია ჩვენება მისცეს შვედეთის პოლიციას გაუპატიურების ბრალდების გამოძიების ფარგლებში.
ორშაბათს, 14 ოქტომბერს, გაირკვა, რომ სტოკჰოლმის პოლიციამ დაიწყო გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების შესახებ საჩივრის შემდეგ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მოხდა სასტუმროში, სადაც მბაპე იმ დროს იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე უცნობია ქალის ვინაობა ვინც ფრანგ ფორვარდს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
როგორც Le Parisien იუწყება, შვედეთში გაუპატიურებაში დადასტურებული დანაშაული ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ისჯება. თუმცა, დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების აღკვეთის ვადა შეიძლება ათ წლამდე გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ მბაპემ უარყო რაიმე მონაწილეობა ინციდენტში. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი ცილისწამებისთვის სარჩელის შეტანას აპირებს.