მადრიდის რეალის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია
მადრიდის "რეალი" ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველის, ფლორიან ვირცის ტრანსფერით ინტერესდება.
Marca-ს ცნობით, "ბლანკოსის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები 21 წლის ფეხბურთელის გასაფორმებლად.
ვირცი მადრიდის "რეალისთვის" პრიორიტეტული სამიზნეა, "სამეფო კლუბი" გერმანელის დამატებას 2025 წლის ზაფხულში გეგმავს.
წყარო აღნიშნავს, რომ ნახევარმცველმა ლევერკუზენის "ბაიერიდან" წასვლა უკვე გადაწყვიტა.
მიმდინარე სეზონში ვირცმა 46 მატჩში ითამაშა, 18 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.