ავტორიზაცია

მადრიდის რეალის ყოფილი თავდამსხმელი სერია A-ში ითამაშებს

მადრიდის რეალის ყოფილი თავდამსხმელი სერია A-ში ითამაშებს
თარიღი 09 თებ 2023, 18:15
ესპანელი თავდამსხმელი ხესე როდრიგესი, რომელიც მადრიდის "რეალში" და ფრანგულ პსჟ-ში თამაშობდა, ახლოს არის იტალიის ჩემპიონატში გადასვლასთან. ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო შირას სოციალურ ქსელში იტყობინება.

როგორც ჟურნალისტი იტყობინება, 32 წლის ფეხბურთელი, "სამპდორიაში" ითამაშებს. 

ხესე სერია A-ს კლუბში უფასოდ წავა, რადგან ამჟამად თავისუფალი აგენტია. უახლოეს დღეებში ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

ფეხბურთელი ბოლოს თურქული "ანკარაგუჩუში" თამაშობდა. ამ გუნდში ესპანელმა 16 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.