ავტორიზაცია

მაკგრეგორი: "ეს არ არის დასასრული და თუ საჭირო იქნება, პორიესთან ქუჩაში ვიჩხუბებ"

მაკგრეგორი: "ეს არ არის დასასრული და თუ საჭირო იქნება, პორიესთან ქუჩაში ვიჩხუბებ"
თარიღი 11 Jul 2021, 09:34

დასტინ პორიესთან დასრულებული ბრძოლის შემდეგ, კონორ მაკგრეგორმა გააკეთა პირველი კომენტარი, რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო, პროვოკაციულია:

"ეს არ არის დასასრული. თუ საჭირო იქნება, პორიეს ქუჩაში ვეჩხუბები. სხვა დანარჩენისთვის კი უბრალოდ მიმიფურთხებია.

კოჭი მოვიტეხე, თუმცა არა მისი დარტყმისგან, ეს იყო შემთხვევითობა და მეტი არაფერი. დასტინმა ვერაფერი მომიხერხა.

მინდა მივმართო მის მეუღლეს - პატარავ, შენ ჩემს სიაში ხარ, მომწერე, პორიე კი ჯანდაბაშიც წასულა", - განაცხადა ირლანდიელმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი რაუნდის მიწურულს "ნოტორიუსმა" მიიტეხა კოჭი, რის გამოც ბრძოლა შეჩერდა, გამარჯვებულად კი ამერიკელი დასახელდა.