მამუკა ჯუღელმა ლოკომოტივის ექს-მოთამაშე რუსეთის ქვედა ლიგის აუტსაიდერ გუნდში წაიყვანა

Rotor-volgograd.ru-ს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი, ულად-ომარ იმრანი კარიერას ვოლგოგრადის "როტორში" გააგრძელებს.
ქართული კლუბის დატოვების შემდეგ, ნიდერლანდელი ჰავბეკი რუსეთში იმყოფებოდა სინჯებზე, სადაც მან დატოვა დადებითი შთაბეჭდილება, რის შემდეგაც კონტრაქტის გაფორმებაც მოხდა.
"რკინიგზელების" ექს-შუახაზელის "ლურჯებში" ტრანსფერში აქტიური მონაწილეობა მამუკა ჯუღელმა მიიღო. როგორც გვახსოვს, "როტორი" გასულ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდა.
ვოლგოგრადულ გუნდი შესაძლოა დაეშვას კიდევ ერთი საფეხურით - 25 ტურის შემდეგ, გუნდი 24 ქულით მე-17 ადგილზეა და ბოლოადგილოსანს სულ რაღაც 5 ქულით ჩამორჩება.
24-წლის ნახევარმცველის თანაგუნდელები რუსულ გუნდში იქნებიან ბექა ქავთარაძე, ილია ბერიაშვილი, ნიკოლოზ ყიფიანი და გიორგი მახათაძე. ამ მოთამაშეების "ლურჯებში" მოწყობაზე აგრეთვე ქართველმა აგენტმა იზრუნა.