ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ჰოილუნდის ტრანსფერში ფეხბურთელი ჩართოს

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ჰოილუნდის ტრანსფერში ფეხბურთელი ჩართოს
თარიღი 08 ივლ 2023, 12:53
დანიელი ცენტრფორვარდი რასმუს ჰოილუნდი, რომელიც იტალიის ჩემპიონატში "ატალანტაში" თამაშობს, მანჩესტერ "იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეა.

Daily Mail-ის ცნობით, ბერგამოულ კლუბმა ფეხბურთელისთვის დაახლოებით 90 მილიონი ევრო მოითხოვა, მანკუნიელები კი მასზე არაუმეტეს 45 მილიონის დახარჯვას აპირებენ. 

ამასთან დაკავშირებით, "წითელმა ეშმაკებმა" გადაწყვიტეს პოტენციურ გარიგებაში ფორვარდ მეისონ გრინვუდის ჩართვა. ბერგამასკების რეაქცია მსგავს წინადადებაზე ჯერჯერობით უცნობია.

ჰოილუნდი "ატალანტაში" 2022 წლის აგვისტოდან თამაშობს. თავდამსხმელის კლუბთან შრომითი ხელშეკრულების ვადა 2027 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.