ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა მაღალი ფასის გამო შესაძლოა ჰოილუნდის ტრანსფერზე უარი თქვას

მანჩესტერ იუნაიტედმა მაღალი ფასის გამო შესაძლოა ჰოილუნდის ტრანსფერზე უარი თქვას
თარიღი 04 ივლ 2023, 11:06
"ატალანტას" თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი მანჩესტერ "იუნაიტედის" ინტერესთა სფეროშია. 

ამასთან, მანკუნიელებს ფეხბურთელის ტრანსფერის შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ, რადგან ფეხბურთელზე დაწესებულ სატრანსფერო ფასს ძალიან ძვირად თვლიან.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიურ მხარეს თავდამსხმელის გაყიდვიდან 60-70 მილიონი ევროს მიღება სურს. 

თავად ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სურს, მაგრამ "წითელი ეშმაკები" ასეთი თანხის გადასახდელად მზად არ არიან.

20 წლის დანიელმა გასულ სეზონში იტალიის სერია A-ში 32 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.