ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ვარანის შემცვლელი იპოვა

მანჩესტერ იუნაიტედმა ვარანის შემცვლელი იპოვა
თარიღი 24 თებ 2024, 16:20
რაფაელ ვარანის მომავალი გაურკვეველი რჩება - ფრანგმა მცველმა შესაძლოა მანჩესტერ "იუნაიტედი" ზაფხულში დატოვოს. 

"წითელი ეშმაკები" 30 წლის მცველის შემცვლელად "იუვენტუსიდან" გლეისონ ბრემერის დამატებას განიხილავს. 

Tuttosport-ის ცნობით, ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდს 26 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 60-70 მილიონი ევროს შეთავაზების გაკეთება შეუძლია.