ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი გიმარაეშის ტრანაფერში 115 ევროს გადაიხდის?

მანჩესტერ სიტი გიმარაეშის ტრანაფერში 115 ევროს გადაიხდის?
თარიღი 16 მარ 2024, 12:18
მანჩესტერ "სიტის" ხელმძღვანელობას ახალი ნახევარმცველის შეძენა სურს.

AS-ის ცნობით, "ნიუკასლის" ნახევარმცველი ბრუნო გიმარაეში "ქალაქელების" სატრანსფერო სამიზნეა. 

როგორც წყარომ შეიტყო, პრემიერ ლიგის მოქმედმა-ჩემპიონმა პოტენციურ ტრანსფერზე მოლაპარაკებები ფეხბურთელის წარმომადგენლებთან უკვე დაიწყო. 

გიმარაეშის ტრანსფერისთვის "ქალაქელები" მზად არიან "კაჭაჭებს" 115 მილიონი ევრო გადაუხადონ. 

გიმარაეშის კონტრაქტი "ნიუკასლთან" 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.