ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ღამის კლუბში დააკავეს

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ღამის კლუბში დააკავეს
თარიღი 02 Oct 2024, 12:56
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი მათეუს ნუნიესი სკანდალში გაეხვა. პორტუგალიელი მადრიდის ერთ-ერთ ღამის კლუბში დააკავეს, ამის შესახებ El Mundo იტყობინება. 

შემთხვევა ბოლო სანაკრებო პაუზის დროს, კერძოდ, 8 სექტემბერს მოხდა. 

პოლიცია ღამის კლუბში 58 წლის მამაკაცის განცხადების შემდეგ მივიდა. ის ამტკიცებდა, რომ ნუნიესმა მისი მობილური ტელეფონი მოიპარა. 

მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველს მოქალაქის სმარტფონი აღმოუჩინეს. მომხდარის რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი ემყარება იმ ფაქტს, რომ ნუნიესს არ სურდა მამაკაცისთვის ტელეფონის დაბრუნება, საპირფარეშოში მისთვის ფოტოს გადაღების მცდელობის გამო. 

ამ ფაქტის შემდეგ "ქალაქელების" ფეხბურთელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ჩვენება მისცა. რის შემდეგადაც ნუნიესი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.